Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტმა ბაიდენმა გააგრძელა ტრამპის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა გააგრძელოს წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. ბაიდენმა გადაწყვეტილება უკვე აცნობა აშშ-ის კონგრესს.

პრეზიდენტი განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება აუცილებელია 2021 წლის 1 მარტის შემდეგაც, რადგან COVID-19-ის პანდემია ისევ სერიოზული რისკია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ხალხის უსაფრთხოებისთვის და მასთან საბრძოლველად ფედერალურმა მთავრობამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გამოაცხადა 2020 წლის მარტში.

პანდემიის პერიოდში, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირდა 28 335 000-ზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 505 800-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG