Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანქანების განბაჟების ვადა გახანგრძლივდა


საქართველოში ამ დრომდე განუბაჟებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ვადა გახანგრძლივდა. ცვლილებებზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"ეს შეღავათები, დაახლოებით, 19 ათას ავტოსატრანსპორტო ფლობელს შეეხება და მნიშვნელოვანია, რომ მათ ასევე ჩამოეწერებათ საურავები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცვლილებები შეეხება საქართველოში 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. მათ განბაჟების ვალდებულება 2021 წლის 1 მარტამდე ჰქონდათ და ახლა 2 თვით, 1 ივნისამდე გაუხანგრძლივდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG