Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე


"ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანიც არის ამ კომპანიების მართვა დაუახლოვდეს კორპორაციული მართვის საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს და გამოცდილებას. მინდა ვთქვა, რომ ამ რეფორმას და ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიზანი არის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლა, ჩვენი ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და სწორედ ამიტომ ჩვენ ვქმნით სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და ასე უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმის დანერგვას ყველა ეტაპზე.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს აქვთ საკმარისი პოტენციალი, რომ წამყვანი როლი შეასრულონ ეკონომიკის გარკვეული დარგების განვითარებაში და რეფორმა, ჩვენ ვფიქრობთ, მოგვცემს საშუალებას სახელმწიფო საწარმოთა ეფექტიანობის ზრდას" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მნიშვნელობაზე, მათში კორუფციის რისკების შემცირების აუცილებლობაზე და უფრო ეფექტური მართვის მოდელზე გადასვლის საჭიროებაზე სამოქალაქო სექტორი წლებია მუშაობს. 2019 წელს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმათემატური მოკვლევაც ჩაატარა სახელმწიფო საწარმოების ეფექტურობის შესახებ. მოკვლევის ფარგლებში კონკრეტული რეკომენდაციები დაწერა როგორც მსოფლიო ბანკმა, ისე აუდიტის სამსახურმა, IDFI-მ და დამოუკიდბელმა ექსპერტებმა. სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე ფინანსთა სამინისტრომ მუშაობა 2020 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო.

2019 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით სახელმწიფო პარტნიორის/აქციონერის სახით მონაწილეობს 96 საწარმოში, ხოლო ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილი სს „საპარტნიორო ფონდი“ თავის მხრივ წარმოადგენს 19 კერძო იურიდიული პირის პარტნიორს/აქციონერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG