კოტე აფხაზი
„ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად
მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“- ეს სიტყვები
სიკვდილის წინ, 1923 წლის 21 მაისს, დილის 4 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, ვაკის
პარკის ტერიტორიაზე, ჩეკისტების მიერ დახვრიტილმა გენერალმა. კოტე აფხაზმა,თქვა.
ილია ჭავჭავაძის დისშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტის თავმჯდომარე და
ქართული ეროვნული არმიის ერთ-ერთი შემქმნელი, კოტე აფხაზი ხელმძღვანელობდა
„სამხედრო ცენტრს“, რომელიც აქტიურად მუშაობდა საქართველოს გათავისუფლებისა
და საერთო სახალხო აჯანყების გეგმაზე. ცენტრმა ასევე შეიმუშავა მთიულეთის
აჯანყების გეგმა: მთიულეთში შეტყუებული წითელი არმიის ნაწილები იქ ქაიხოსრო
ჩოლოყაშვილის მებრძოლებს უნდა გაენადგურებინა.
1923 წლის 19 მაისს საქართველოს საგანგებო კომისიისა და ამიერკავკასიის საგანგებო
კომისიის კოლეგიების ერთობლივმა სხდომამ, რომელსაც ესწრებოდნენ ეპიფანე
კვანტალიანი, ლავრენტი ბერია, მამია ორახელაშვილი და შალვა ელიავა, „სამხედრო
ცენტრის“ წევრებს „დაუმტკიცა“ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ
შეთქმულების მოწყობა, ბანდიტური მოძრაობის შექმნა და ანტანტის სასარგებლოდ
შპიონაჟი და სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, შეუფარდა.
1923 წლის 21 მაისს გენერალ კოტე აფხაზთან ერთად დახვრიტეს ცენტრის კიდევ 14 წევრი:
- გენერალური შტაბის წევრი გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
- გენერალი ვარდენ წულუკიძე
- პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი
- პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი
- პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი
- პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი
- პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი
- როტმისტრი სიმონიკა ბაგრატიონ-მუხრანელი
- როტმისტრი ფარნაოზ ყარალაშვილი
- ლეიტენანტი ლევან (ლელო) კლიმიაშვილი
- სამხედრო მოხელე ნიკოლოზ ზანდუკელი
- იასონ კერესელიძე
- სიმონ ჭიაბრიშვილი
- ივანე ქუთათელაძე