Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რკინიგზით სამგზავრო მიმოსვლა 27 თებერვლიდან აღდგება


„საქართველოს რკინიგზა“ 27 თებერვლიდან განაახლებს კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 2020 წლის ნოემბრის ბოლოდან შეწყვეტილ სამგზავრო გადაყვანას.

მიმოსვლა აღდგება თბილისი-ბათუმი-თბილისის, თბილისი-ზუგდიდი-თბილისის, თბილისი-ოზურგეთი-თბილისის, თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებებით. ბილეთების ონლაინ-გაყიდვა დღეიდან, 25 თებერვლიდან იწყება, რკინიგზის სალაროები კი, 26 თებერვლიდან გაიხსნება.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს. მატარებელში შესვლისთანავე მგზავრმა უნდა გაიაროს დეზობარიერი და ხელები დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით. მატარებელში მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე. მგზავრობის დროს პირბადის მოხსნა აკრძალულია.

საქართველოში დღეიდან განახლდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 2020 წლის ნოემბრის ბოლოდან შეწყვეტილი საქალაქთაშორისო სტრანსპორტო მიმოსვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG