Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი თვლის, რომ აშშ-მა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებისთვის


ბირთული შეთანხმების - ერთობლივი მოქმედების ყოვლის მომცველი გეგმის (JCPOA) კომისიის სხდომა, 2019 წელი, ირანი.
ბირთული შეთანხმების - ერთობლივი მოქმედების ყოვლის მომცველი გეგმის (JCPOA) კომისიის სხდომა, 2019 წელი, ირანი.

აშშ-მა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბირთვულ სფეროში შეთანხმების შენარჩუნებისთვის, განაცხადა ჟენევაში გაეროს მიერ ორგანიზებული განიარაღების კონფერენციაზე ირანის ელჩმა.

ისმაილ ბაღაიე ჰანამეს ეს გამოსვლა მოჰყვა ერთი დღის წინ თეირანის მიერ საერთაშორისო ინსპექტორებისთვის ბირთვული ობიექტების შემოწმების შეზღუდვას, რაც მცდელობაა, ზეწოლა მოახდინოს ევროპის ქვეყნებსა და ვაშინგტონზე, გააუქმონ ეკონომიკური სანქციები და აღდგეს ბირთვული შეთანხმების პირობები. შეთანხმება, რომელიც 2018 წელს დატოვა ტრამპის ადმინისტრაციამ, გაფორმდა 2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხ წევრს, აშშ-ს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, რუსეთს და ჩინეთსე ასევე გერმანიას, და ირანს შორის და გულისხმობდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ირანისთვის საერთაშორისო სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. ახლა, ირანის ელჩი თვლის, რომ „დამრღვევ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, დაუბრუნდეს შეთანხმებას, კვლავ აამოქმედოს ის და აანაზღაუროს ზარალი, ასევე დაგვარწმუნოს, რომ უარს არ იტყვის მომავალში თავის ვალდებულებებზე“, განაცხადა მან და დაადასტურა თეირანის პოზიცია, რომ უნდა გაუქმდეს ეკონომიკური სანქციები.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ცდილობს შეთანხმების შენარჩუნებას, მაგრამ ირანის მხრიდან შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის საპასუხოდ პირობების დარღვევა და ინსპექტორებისთვის ობიექტების შემოწმების შეზღუდვა ართულებს ამოცანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG