Accessibility links

site logo site logo

მოელიან, რომ Johnson & Johnson-ის ერთი დოზისგან შემდგარ ვაქცინას აშშ მალე დაამტკიცებს გამოსაყენებლად


აშშ-ის მარეგულირებელი უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანია Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ერთი დოზისგან შედგება, ადამიანს ვირუსისგან ძლიერად იცავს.

პარალელურად, ეფექტიანობის მხრივ იმედისმომცემი მონაცემები ვრცელდება Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე, რომელიც ყველა სხვა პრეპარატზე უფრო მეტი ხანია რაც გამოყენებაშია.

აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) 24 თებერვალს დაადასტურა, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა უსაფრთხოა და COVID-19-ის საშუალო სიმძიმის, ან მძიმე ფორმებისგან 66 პროცენტამდე დაცვას უზრუნველყოფს, ყველაზე მძიმე ფორმისგან - 85 პროცენტამდე დაცვას.

ამ მონაცემს ახლა დამოუკიდებელი მრჩევლები განიხილავენ და ამ ეტაპის შემდეგ FDA საბოლოოდ გადაწყვეტს მიანიჭოს თუ არა პრეპარატს გამოყენებაზე სასწრაფო წესით ნებართვა. დამტკიცების შემთხვევაში, ეს უკვე მესამე ვაქცინა იქნება, რომელსაც აშშ-ში გამოიყენებენ.

Johnson & Johnson-ის უპირატესობა ისაა, რომ მას მხოლოდ ერთი დოზა ჭირდება და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი.

ჯანდაცვის სფეროს მესვეურები ასევე იმედიანად არიან ახალი მონაცემების გავრცელების გამო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინასთან დაკავშირებით. ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვნენა, რომ ორი დოზის მიღების შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულებით ძლიერი რეაგირების უნარი ყალიბდება. პრეპარატის მოსახლეობაში რეალური გამოყენება ადასტურებს, რომ ის ერთი დოზის შემდეგაც ეფექტიანია დაავადების სერიოზული ფორმის და სიკვდილიანობის პრევენციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG