Accessibility links

site logo site logo

მხარდამჭერებით გარშემორტყმული ფაშინიანი გამოდის სიმშვიდის დაცვის მოწოდებით


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამხედროებს მოუწოდა "თავიანთი საქმე აკეთონ" და ქვეყანა დაიცვან, მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, შედგა "სამხედრო გადატრიალების მცდელობა", იმ ფონზე, როცა არმიის ოფიცრებმა წერილით მისი გადადგომა მოითხოვეს.

25 თებერვალს, რესპუბლიკის მოედანზე, 20,000-ზე მეტი მხარდამჭერის წინაშე გამოსვლისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხები არ დაუშვებენ ქვეყნის მმართველობის სამხედრო უწყებებისთვის გადაცემას. ფაშინიანმა ამით უპასუხა წერილს, რომელიც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა და რომლითაც ითხოვენ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომას, როგორც "გადამწყვეტ პროტესტს" გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის "ახლომხედველი მიზეზებით" გათავისუფლების გამო.

პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ გარკვეული პერიოდია მოუწოდებენ, კრიტიკოსების თქმით მისი მხრიდან გადადგმული კატასტროფული ნაბიჯების გამო გასულ წელს, მთიანი ყარაბაღის გარშემო ეთნიკურ სომხებს და აზერბაიჯანის ძალებს შორის ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარე, სისხლიან კონფლიქტში.

პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, რომლის როლიც ძირითადად სიმბოლურია, აცხადებს, რომ სასწრაფო ნაბიჯებს დგამს კრიზისის განმუხტვის მიზნით და ყველა მხარეს მოუწოდებს "თავშეკავების და საღი აზრის გამოჩენისკენ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG