Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIA-ის ხელმძღვანელის პოსტზე ბაიდენის კანდიდატი რუსეთს ძლიერ საფრთხედ, ჩინეთს "ავტორიტარულ მეტოქედ" განიხილავს


უილიამ ბერნსი
უილიამ ბერნსი

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელის პოსტზე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კანდიდატმა 24 თებერვალს კანონმდებლებს უთხრა, რომ აშშ-სთვის "უდიდესი გეოპოლიტიკური გამოცდა" ჩინეთიდან მომდინარეობს, თუმცა დასძინა, რომ რუსეთი რჩება ნაცნობ საფრთხედ.

უილიამ ბერნსი, უწინ აშშ-ის ელჩი რუსეთსა და იორდანიაში, ამ განცხადებებით გამოვიდა 24 თებერვალს, თანამდებობაზე მისი დამტკიცების პროცესში, სენატის სადაზვერვო კომიტეტის წინაშე.

მან ჩინეთს უწოდა "ძლიერი, ავტორიტარული მეტოქე", რომელიც აძლიერებს თავის შესაძლებლობებს ინტელექტუალური საკუთრების მოპარვის, თავისი ხალხის მიმართ რეპრესიების გატარების, გავლენის გაფართოების და აშშ-ის შიგნით გავლენის გაზრდის თვალსაზრისით. თუმცა, მან დასძინა, რომ თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კლიმატის ცვლილებები და ბირთვული იარაღის გავრცელებასთან ბრძოლა.

ბერნსის თქმით, რუსეთი რჩება შემაფერხებელ და ძლიერ საფრთხედ. სანამ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინია, "ჩვენ მოქმედება მოგვიწევს შესაძლებლობების ვიწრო სივრცეში - მძლავრი კონკურენციიდან ძალიან ცუდ მეტოქეობამდე", ამბობს ის.

ბერნსი ხელმძღვანელობდა იმ საიდუმლო მოლაპარაკებებს, რომელმაც გზა გაუხსნა ირანთან 2015 წელს საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულების გაფორმებას. სენატში გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ირანის ნდობა არასოდეს იქნება შესაძლებელი ატომური იარაღის ფლობის თვალსაზრისით.

გავრცელებული ვარაუდით, 64 წლის ბერნსს უპრობლემოდ დაამტკიცებენ თანამდებობაზე, რითიც ის გახდება პირველი კარიერული დიპლომატი, რომელიც CIA-ის უხელმძღვანელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG