Accessibility links

site logo site logo

ოკუპაციის 100 წელი - რუსთაველის გამზირზე „სირცხვილიამ" აქცია გამართა 


სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზებით პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების (ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუას, გენადი ბესტაევის და რამაზ ბეღელურის) გათავისუფლებას.

„სირცხვილია" ოკუპაციის 100 წლისთავზე აცხადებს, რომ „საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის მორიგი დესპოტი მმართველი ამბობს და საქმითაც ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საუკუნის ტრაგედიად მიაჩნია. ჩვენ კი დარწმუნებულები ვართ და საქმითაც ვამტკიცებთ, რომ საუკუნის ტრაგედია მისი დაბადება იყო!!!"

„სირცხვილია" აცხადებს, რომ „ზუსტად 100 წლის წინ – მაშინ, როცა ვხარობდით მოპოვებული თავისუფლებით, ვაფუძნებდით თანამედროვე სახელმწიფოს, ვატარებდით პროპორციულ არჩევნებს, ვწერდით მსოფლიოში ყველაზე პროგრესულ კონსტიტუციას, რომლის დემოკრატიული პრინციპებიც დღემდე სანატრელად გვაქვს და, ბოლოს და ბოლოს, ვიწყებდით ცხოვრებას ჩვენს ჭკუაზე (და, პირველ რიგში, სწორედ ამიტომ) – საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და მას შემდეგ ჩვენს მიწას რუსული ჩექმა ადევს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG