Accessibility links

site logo site logo

ადვოკატი: ნავალნი სხვა საპატიმროში გადაიყვანეს


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, გადაიყვანეს მოსკოვის იზოლატორიდან, რომელიც ცნობილია სახელით "მატროსკაია ტიშინა" - წერს მისი ადვოკატი, ვადიმ კობზევი, 25 თებერვალს ტვიტერით. ადვოკატი დეტალებს არ აკონკრეტებს.

კრემლის 44 წლის კრიტიკოსი იზოლატორში 19 იანვარს მოათავსეს, მას შემდეგ, რაც სახელდახელოდ ორგანიზებულ პროცესზე მას მოსამართლემ 30 დღით მიუსაჯა პატიმრობა. მანამდე ნავალნი მოსკოვში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მას მოწამვლის შემდეგ მკურნალობდნენ. ნავალნი მოწამვლაში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებს, კრემლი უარყოფს კავშირს ინციდენტთან.

2 თებერვალს სასამართლომ 3 წლით და ნახევრით გამოტანილი პირობითი სასჯელი ნავალნის რეალური პატიმრობით შეუცვალა. მისი საჩივარი სასამართლომ 20 თებერვალს უარყო, რითიც უზრუნველყოფილ იქნა ის, რომ პუტინის უდიდესმა პოლიტიკურმა მეტოქემ დაახლოებით ორნახევარი წელი უნდა დაჰყოს ციხეში - სასჯელის უკვე მოხდილი პერიოდის გათვალისწინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG