Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე გარკვეული დარღვევით აშენდა


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ილაპარაკა. როგორც ის განმარტავს, საქმე ეხება მერიასთან ერთად შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს თავის დროზე გარკვეული დარღვევებით აშენებულ შენობებზე ამნისტიის გამოცხადებას.

„საუბარი შეეხებოდა სამშენებლო ამნისტიას, რომელიც არის ძალიან პოზიტიური ამბავი თბილისელებისთვის, იმიტომ, რომ ათიათასობით ადამიანი ელოდებოდა ასეთ პოზიტიურ გადაწყვეტილებას. ჩვენ მერიასთან ერთად შევიმუშავეთ კანონპროექტი - ამინისტირებული იქნება ის შენობები, რომლებიც თავის დროზე გარკვეული დარღვევით აშენდა, მაგრამ დააკმაყოფილებენ უსაფრთხოების პირობებს და ელემენტარულ პირობებს, რამაც არ უნდა შეუქმნას მოსახლეობას და იქ მცხოვრებლებს პრობლემა. ასევე ჯარიმების მოხსნაზეა საუბარი. ამ კანონის ამოქმედებიდან ათიათასობით მოქალაქეს თბილისში, რომლებიც ასეთ კორპუსებსა და შენობებში ცხოვრობენ, ექნებათ საშუალება, რომ უკვე დაირეგისტრირონ თავისი საცხოვრებელი ფართები, ექსპლუატაციაში მიიღონ საცხოვრებელი ბინები. კანონიერად და ოფიციალურად იქნებიან აბონენტებად აყვანილები და ა.შ. ეს არის ძალიან პოზიტიური კანონპროექტი“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG