Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძის თქმით, პროკურატურამ დაადასტურა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა ნიკა მელიას პატიმრობა


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას შესახებ პროკურატურის განცხადების შესახებ ლაპარაკობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

„პროკურატურამ დაადასტურა, რომ მისი მიზანი არც არასდროს ყოფილა პატიმრობა თუ ის კანონისმიერი დათქმებიდან არ გამომდინარეობს. ასე იყო ნიკა მელიას შემთხვევაშიც. მას თავად ჰქონდა საკუთარი ბედის გადაწყვეტის ბერკეტი თუ გასაღები. მან ისურვა ის, რომ არ გადაეხადა გირაო, რაც აპრიორი ყველამ იცოდა, რომ შედეგად მოიტანდა პატიმრობას. ასეც მოხდა, ბუნებრივია“, - აღნიშნა მდინარაძემ და დაამატა - „პროკურატურა თავისი მოქმედებით ამტკიცებს, რომ არ არის და არც ყოფილა მისი თვითმიზანი პატიმრობა არასდროს ნიკა მელიასთან მიმართებით“.

საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს, 25 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე თქვა: „დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 3 ნოემბრის განჩნებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე".

ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ განჩინება, რომელიც პროკურატურამ დაასახელა, ძალაში აღარ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG