Accessibility links

site logo site logo

ვოლსკი: სანქციებს პერსპექტივა არ აქვს


გიორგი ვოლსკი

„ქართული ოცნების" წარმომადგენლებზე სანქციების დაწესების თემას არასერიოზულად მიიჩნევს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

„მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდაო, თუ როგორც არის... ამასთან დაკავშირებით სანქციებს პერსპექტივა არ აქვს. ყველა ერთად რომ მოინდომოთ მთელმა გუნდმა, რომელიც ამ „ფეიკ ნიუსებს“ ამზადებს“, - თქვა ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ.

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy-მ 23 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, სათაურით „საქართველოს ოპოზიციის ლიდერის დაკავებამ სანქციების მოთხოვნა გამოიწვია“.

გამოცემა წერს, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ტესტია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისათვის, რომელმაც პირობა დადო, რომ დაიცავდა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს მთელ მსოფლიოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG