Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ეწვევა


ამ კვირის ბოლოდნ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იწყებს ტურნეს ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნებში - მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში.

მიშელი 28 თებერვალს ეწვევა კიშინიოვს, სადაც მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდება. მოლდოვის შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრება. შარლ მიშელი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს და საოკუპაციო ხაზთან, ადმინისტრაციულ საზღვარს ეწვევა.

საქართველოდან მიშელი გაემგზავრება უკრაინაში, სადაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს მოინახულებს და კიევში შეხვდება კორუფციასთან მებრძოლი ინსტიტუტების წარმომადგენლებს.

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, პრეზიდენტის ვიზიტების დღის წესრიგშია ორმხრივი ურთიერთობები, COVID-19-თან ერთობლივი ბრძოლა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალი.

თბილისში ვიზიტის წინ, ევროპარლამენტართა ჯგუფმა შარლ მიშელს მოუწოდა, საქართველოში გაუარესებული პოლიტიკური ვითარების გამო, ვიზიტი გამოყენოს პოლიტიკური ძალების პარტიათაშორისი დიალოგის დაუყოვნებლივ განახლების მხარდასაჭერად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG