Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი წელი გავიდა საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან


ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 26 თებერვალს, საქართველოში დადასტურდა ახალი სახეობის კორონავირუსით, SARS-CoV-2-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა. კოვიდინფიცირებული აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე მამაკაცი, რომელიც ირანში იმყოფებოდა და სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა.

2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, საქართველოში ოფიციალურად აღრიცხულია კორონავირუსის 269 800 შემთხვევა. მათგან 263 727 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3475 ადამიანი.

საქართველოში ამ დრომდე არ დაწყებულა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ვაქცინის პირველ პარტიას ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის მიიღებდა, თუმცა, ამჯერად სავარაუდო ვადად სახელდება მარტის პირველი ნახევარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG