Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2021 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა - წინასწარი შეფასება


2021 წლის იანვარში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტების მოცულობა 11,5 პროცენტით შემცირდა. წინასწარი მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა.

2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:

  • კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი;
  • ზრდა დაფიქსირდა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში.

საქართველოს ეკონომიკის შემცირება დროში ემთხვევა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG