Accessibility links

site logo site logo

ოპოზიციური პარტიების მსვლელობა დაიწყო


თბილისის ქუჩებში ოპოზიციური პარტიების მსვლელობა დაიწყო. მას უერთდება სხვადასხვა ოპოზიციური პარტია, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და სამოქალაქო აქტივისტები.

მსვლელობა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ახლა მოქალაქეები და პოლიტიკოსები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიან. მათი მთავარი მოთხოვნაა გათავისუფლდეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია და ის პირები, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. გარდა ამისა, შეკრებილ მოქალაქეებს ვადამდელი არჩევნების ჩატარება უნდათ.

ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები 13:00 საათზე შეიკრიბნენ ფილარმონიასთან, საიდანაც „მსვლელობას თავისუფლებისთვის“ დაიწყო და საქართველოს პარლამენტისკენ გაემართნენ. პოლიტიკური განცხადებები პარლამენტთან დაგეგმილ მიტინგზე გაკეთდება.

23 თებერვალს, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს. გასული ორი დღის განმავლობაში ამ აქციას შეუერთდნენ ზუგდიდის, თელავისა და ბათუმის „კარვების აქციების“ მონაწილეები. ამ ქალაქებში საპროტესტო კარვები გაშლილი ჰქონდათ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG