Accessibility links

site logo site logo

ზუგდიდის ცენტრში თავს დაესხნენ „ოქროს ბირჟას“


ზუგდიდის ცენტრში მდებარე „ოქროს ბირჟაში“ შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ოქროს ნაკეთობები გაიტაცეს. თვითმხილველების ცნობით, ყაჩაღობაში სავარაუდოდ ორი პირი მონაწილეობდა, რომლებმაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მათივე ცნობით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG