Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Conflict Intelligence Team: რუსეთის თავდაცვის უწყებამ სირიაში საავადმყოფოსთვის „ისკანდერის“ მოხვედრის კადრები გამოაქვეყნა


"ისკანდერ-მ"-ის ტიპის სარაკეტო დანადგარი.
"ისკანდერ-მ"-ის ტიპის სარაკეტო დანადგარი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რუსეთის სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნათქვამის კომენტირებისას, სირიაში ამ რაკეტების გამოყენების კადრები აჩვენა.

ჯგუფი Conflict Intelligence Team (CIT) ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა სირიის ჩრდილოეთში, ქალაქ აზაზში მდებარე ეროვნულ საავადმყოფოს. CIT ეყრდნობა ტვიტერის მომხმარებელ Obretix-ს, რომლის ბლოგიც ეთმობა სირიაში კონფლიქტს. ვიდეოში ნაჩვენები ობიექტის გეოლოკალიზებით დაადგინეს, რომ კადრები ამ საავადმყოფოს დაბომბვას ასახავს. რუსეთის სამხედროები ამ დროს უარყოფენ, რომ მათ იერიში მიიტანეს ობიექტებზე ქალაქ აზაზში.

2016 წელს იტყობინებოდა საავადმყოფოზე თავდასხმის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch, რომლის მონაცემებით, პერსონალი და ავადმყოფები ამ ქვეყნიდან ევაკუირებულ იქნენ და, შესაბამისად, ვერ დაშავდებოდნენ.

რუსეთი არაერთხელ დაუდანაშაულებიათ სირიის კონფლიქტის დროს მოქმედი საავადმყოფოების დაბომბვაში. New York Times-ი იტყობინებოდა გამოძიების შესახებ, რომ 2019 წლის მაისში რუსეთის ავიაციამ ერთ დღეში ოთხი თავდასხმა განახორციელა საავადმყოფოებზე.

24 თებერვალს განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომ რუსეთის სარაკეტო კომპლექსები მთიანი ყარაბაღისთვის ბოლო ომში არაეფექტიანი გამოდგა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ფაშინიანის მტკიცება უარყო და განაცხადა, რომ „ისკანდერები“ საერთოდ არ გამოუყენებიათ ამ კონფლიქტის დროს და რომ სომხეთის პრემიერი შეცდომაში შეიყვანეს.

რუსეთის თავდაცვის უწყება აქებს „ისკანდერებს" და საილუსტრაციოდ გამოაქვეყნა დარტყმების ამსახველი კადრები, რომლებსაც აანალიზებს CIT-ი.

ფაშინიანის განცხადებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა სომხეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისგან, რომელმაც პრემიერი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და გადადგომისკენ მოუწოდა. პრემიერმა საპასუხოდ განაცხადა, რომ იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობა.

ერევნის ქუჩებში გრძელდება დაპირისპირება ფაშინიანის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG