Accessibility links

site logo site logo

სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია პროკურატურის შეთავაზებით ისარგებლებს


"ქართული ოცნების" წევრი, სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, რომლის დასაკავებლადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, გირაოს გადაიხდის. ასე გამოეხმაურა სუბარი პროკურატურის ახალ შეთავაზებას, რომელიც მელიას სთავაზობს, გადაუხდელი გირაოს გამო შეფარდებული პატიმრობა, თანხის გადახდის შემთხვევაში, ისევ გირაოთი შეუცვალოს.

"ამ შემთხვევაში, წინასგან განსხვავებით, ეს არ არის ვადაში განსაზღვრული, როცა გადაიხდის, ეს იქნება 1 საათი, 1 თვე, მაშინ შეიცვლება აღკვეთის ღონისძიება. დარწმუნებული ვარ, ის ისარგებლებს ამ შეთავაზებით, მიუხედავად სააკაშვილის და სხვა ლიდერების კატეგორიული განცხადებებისა, რომ ეს არ მოხდება", - განაცხადა სუბარმა.

დღეს მელიას შეხვდა მისი ადვოკატი ნიკა გვარამია. მან საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მელია ისევ არ აპირებს თანხის გადახდას.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG