Accessibility links

site logo site logo

სომხეთში ვითარება დაძაბული რჩება, ოპოზიციის ლიდერები თვლიან, რომ „ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ხელშია“


სომხეთის პრემიერ-მინისტრინიკოლ ფაშინიანი სიტყვით გამოდის მომხრეთა წინაშე

სომხეთში ვითარება დაძაბული რჩება მას მერეც, რაც პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უარყო მაღალი რანგის ოფიცრების მოწოდება გადამდგარიყო და გაფრთხილება გამოთქვა „გადატრიალების მცდელობისკენ“, რასაც მოჰყვა მსოფლიოს ქვენების მხრიან მოწოდებები მხარეების მიმართ, ნუ გააღრმავებენ პოლიტიკურ კრიზისს.

ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ეწყობა და მოითხოვენ მის გადადგომას მთიანი ყარაბაღის გამო შარშან ექვსკვირიანი ომში აზერბაიჯანის ძალებთან მარცხის შემდეგ.

მას მერე, რაც სომხეთის უმაღლესმა სამხედრო მეთაურებმა ოპოზიციის მხარე დაიკავეს და პრემიერის გადადგომა მოითხოვეს, ფაშინიანმა 20 ათასამდე მომხრეს მიმართა ერევანში 25 თებერვალს და განაცხადა, რომ სომხები არ მისცემენ ჩარევის ნებას სამხედროებს.

ოპოზიციურმა პარტიებმა ათი ათასამდე კაცი შეაგროვეს და მოითხოვეს ფაშინიანის გადადგომა, კარვები აღმართეს და ბარიკადები მოაწყვეს პარლამენტის შენობასთან.

26 თებერვალს ვერ განხორციელდა ოპოზიციური ფრაქციების გეგმა, საგანგებო სხდომა გაემართათ, რადგან არ გამოცხადდა პარლამენტის სპიკერი.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება, რომ აქციამდე „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის“ ლიდერებმა, პრემიერობის ერთიანი კანდიდატმა, ვაზგენ მანუკიანმა და სხვებმა, შეხვედრა გამართეს პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან.

სომხეთის უშიშროების სამსახურის ყოფილმა დირექტორმა, მოძრაობის წევრმა, არტურ ვანეციანმა თქვა, რომ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ხელშია. „მოძრაობამ“ შესთავაზა პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციის გარანტს, არ მოაწეროს ხელი პრემიერის წინადადებას გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს გადასცეს.

აშშ-მა მოუწოდა სომხეთში ყველა ძალას, თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებისა და ძალადობისკენ, რომლებმაც შეიძლება ვითარება გაამწვავონ. „შევახსენებთ ყველა მხარეს დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპს: შეიარაღებული ძალები არ უნდა ჩაერიონ საშინაო პოლიტიკაში“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა, ნედ პრაისმა, რომელმაც განმარტა, რომ „სომხეთში მომხდარი არ შეესაბამება სახელმწიფო გადატრიალების იმ კრიტერიუმებს, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი იყენებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG