Accessibility links

site logo site logo

აშშ საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს უწესებს სავიზო შეზღუდვებს. ჟურნალისტ ხაშოგჯის მკვლელობის უკან ტახტის მემკვიდრე იდგა  


საუდის არაბეთის კრონპრინც მოჰამედ ბინ სალმანის შეხვედრა ჯამალ ხაშოგჯის ვაჟ სალაჰ ბინ ჯამალ ხაშოგჯისთან რიადში, 2018 წლის 23 ოქტომბერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების თაობაზე საუდის არაბეთის 76 იმ მოქალაქის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც აშშ-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, ჩანს, ახლო აღმოსავლეთის ამ სამეფოს გავლენიანი კრონპრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი იდგა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგჯის მკვლელობის უკან 2018 წელს.

26 თებერვლის განცხადებაში, რომელიც მოჰყვა ხაშოგჯის მკვლელობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას, ბლინკენი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უწესებს სავიზო შეზღუდვებს იმ პირებს საუდის არაბეთში, რომლებიც სავარაუდოდ, სდევნიდნენ დისიდენტებს, მათ შორის ხაშოგჯის და სხვებს უცხოეთში.

ბლინკენის თანახმად, სავიზო შეზღუდვები წესდება ახალი პოლიტიკის თანახმად, რომელსაც „ხაშოგჯის აკრძალვა“ უწოდეს და რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს შესაძლებლობას აძლევს სავიზო შეზღუდვები დაუწესოს პირებს, რომლებიც უცხოეთის სახელმწიფოს მთავრობის სახელით მოქმედებენ და „ჟურნალისტებს და იმ პირებს, რომლებიც დისიდენტებად ითვლებიან, ახშობენ, დევნიან, აკონტროლებკენ, ემუქრებიან და ზიანს აყენებენ".

აშშ-ის ფინანსთან სამინისტრო იტყობინება, რომ სანქციები დაუწესდებათ საუდის არაბეთის საერთო დაზვერვის სამსახურის ხელმძვანელის ყოფილ მოადგილეს, აჰმედ ასირის და სწრაფი რეაგირების ელიტურ ქვედანაყოფს, რომელიც ექვემდებარება ტახტის მემკვიდრეს.

ეს სტრუქტურა და გენერალი ასირი მოხსენიებული არიან ანგარიშში როგორც ხაშოგჯის დაღუპვის მონაწილე პირები.

უცხოეთში მცხოვრები ხაშოგჯი, რომელიც საუდის არაბეთის ხელმძღვანელობას აკრიტიკებდა, მათ შორის დასავლეთის პრესაში, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს ტერიტორიაზე მოკლეს 2018 წელს. მკვლელობის შემდეგ მისი გვამი დაანაწევრეს და საკონსულოს ტერიტორიიდან გაიტანეს. ნეშტი ჯერაც არ არის ნაპოვნი.

ეჭვი, რომ პრინცი მუჰამედი შეიძლებოდა კავშირში ყოფილიყო ბოროტმოქმედებასთან, მაშინვე გამოითქვა, როგორც კი მკვლელობა მოხდა. საუდის არაბეთი მკვლელობის ფაქტის უარყოფას ცდილობდა, მაგრამ შემდეგ აღიარა ის. გამოაცხადეს, რომ საუდის არაბეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებიც გაუსწორდნენ ჟურნალისტს საკონსულოში, საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ და ისინი სასამართლოს გადასცეს.

ხაშოგჯის ოჯახმა მკვლელების შეწყალება მოითხოვა. ასეთ შემთხვევაში, საუდის არაბეთის კანონით, არ შეიძლება ბრალდებულის სიკვდილით დასჯა. შედეგად ბრალდებულებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, მოელიან, დაიკავებს უფრო მკაცრ პოზიციას, ვიდრე მისი წინამორბედი, საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის საკითხებში.

ეს ქვეყანა აშშ-ის საკვანძო მოკავშირება ახლო აღმოსავლეთში.

თეთრი სახლის განცხადებაში არ არის ნახსენები, სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენსა და მეფე სალმანს შორის ისაუბრეს თუ არა მათ ანგარიშზე, მაგრამ ნათქვამია, რომ ბაიდენმა აღნიშნა „დიდი მნიშვნელობა, რომელსაც აშშ ანიჭებს ადამიანის საყოველთაო უფლებებს და კანონის უზენაესობას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG