Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს


დღეიდან, 27 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც მუშაობს. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 24 თებერვალს მიიღო.

რაც შეეხება მგზავრებისათვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალულია გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერდა და 2021 წლის 8 თებერვლიდან აღდგა, გამონაკლისი იყო ბათუმი, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 1 თებერვლიდან მოიხსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG