Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებებს მინიმუმ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა 27 თებერვალს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად.

ქაბულის პოლიციის წარმომადგენლის, ფერდავს ფარამარზის თქმით, ერთი ადმიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა ავტომობილზე მიმაგრებული ბომბის აფეთქების შედეგად დედაქალაქ ქაბულის გარეუბანში მდებარე ბაგრამის რაიონში

ქაბულში უკანასკნელი თვეების განმავლობაში რამდენიმე ამ ტიპის აფეთქება მოხდა მანქანებზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით. თავდასხმები მიმართული იყო უშიშროების ძალების, ხელისუფლების წარმომადგენელთა, მოსამართლეების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.

ამასობაში პროვინცია ნანგარჰარის ადგილობრივი საბჭოს წევრი აბდულ ყარჰარ ყადირი დაიჭრა, როცა მისი ავტომობილი გზის პირას დამონტაჟებულ ბომბზე აფეთქდა პროვინციის დედაქალაქ ჯალალაბადში. დაიღუპა ერთი შემთხვევითი გამვლელი. მომხდარისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა.

უკანასკნელ თვეებში თალიბანის თავდასხმებმა იმატა მიუხედავად იმისა, რომ გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ავღანეთის მთავრობას შორის წარმოებს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რათა ბოლო მოეღოს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG