Accessibility links

site logo site logo

ახალციხეში ქალის ცხედარი იპოვეს - საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა


ახალციხეში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს 70 წლამდე ქალის ცხედარი.

„ორი დღეა არ მინახავს. ნათესავი მოვიდა, კარი ღია დახვდა, შევიდა სახლში და ყველაფერი არეულ-დარეული იყო. შეეშინდა და ყვირილი დაიწყო, მაშივე პოლიციას გამოუძახეს“, - აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი მარგალიტა მალცოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სამცხე-ჯავახეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, დავით მერაბიშვილის თქმით, ახალციხეში საკუთარ სახლში გარდაცვლილ ქალს ძალადობის ნიშნები აღენიშნება. მიმდინარეობს გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG