Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმაში (მიანმარი) პოლიციის მიერ დახოცილ დემონსტრანტთა რაოდენობამ 18-ს მიაღწია


ბირმაში (მიანმარი) საპროტესტო აქციების მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს სამხედრო მმართველობა, რომელიც ერთი თვის წინ დამყარდა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად.

შაბათს და კვირას დემონსტრაციები გაიმართა მრავალ ქალაქში, მათ შორის რანგუნში, ტავოისა და მანდალაიში. 28 თებერვალს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს. მოკლულია მინიმუმ 18 ადამიანი, 30-ზე მეტი დაიჭრა. საბრძოლო ტყვიების გარდა პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

ოპოზიცია ხალხს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს და მოითხოვს სამხედროთა ჩამოშორებას ხელისუფლებიდან და „დემოკრატიის ეროვნული ლიგის“ ლიდერის, აუნ სან სუ ჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

პოლიციამ შინაპატიმრობაში მოათავსა ქვეყნის სამოქალაქო ხელმძღვანელები - ფაქტობრივი ლიდერი სუ ჩი და პრეზიდენტი ვინ მინი. ბირმაში ერთწლიანი საგანგებო ვითარება შემოიღეს. დიდ ქალაქებში საღამოს 8 საათიდან დილის 4 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG