Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა


ბათუმი ჯერჯერობით ერთადერთი ქალაქია, სადაც რესტორნებს და კაფეებს ისევ შეუძლიათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღება
ბათუმი ჯერჯერობით ერთადერთი ქალაქია, სადაც რესტორნებს და კაფეებს ისევ შეუძლიათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღება

საქართველოში გაუქმდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული რამდენიმე აკრძალვა. დღეიდან, 1 მარტიდან მუშაობა განაახლეს:

  • საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
  • მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა;
  • უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს შეუძლიათ კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება;
  • ისევ შესაძლებელი გახდა კონფერენციების და ტრენინგების ჩატარება, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით;
  • ბათუმის რესტორნები და კაფეები სტუმრებს მიიღებენ შიდა სივრცეებშიც, შაბათ-კვირის გარდა.

2020 წლის ნოემბრის ბოლოდან დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი 25 თებერვალს დაიწყო, როცა მუშაობა განაახლეს სამთო კურორტებზე მდებარე სასტუმროებმა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა.

შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის მიუხედავად, ისევ აკრძალულია ქვეითად და ავტოტრანსპორტით გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG