Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება


ევროკავშირის საბჭოს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს თბილისში შეხვდება ხელისუფლების პირველ პირებს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

9:00 საათზე დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი განცხადებებს გააკეთებენ.

დღესვე შარლ მიშელი შეხვდება პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისში გახსნის ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისს. შარლ მიშელი პირადად გაეცნობა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასაც.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველომდე მოლდოვაში იმყოფებოდა, თბილისიდან კი კიევში გაემგზავრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG