Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირს საქართველოსგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია


საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა პირველი კომენტარებიც გააკეთეს.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, იმ მოცემულობაში, როცა რეგიონში პოიტიკური ვითარება შეიცვალა, საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყნა, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

"დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა ამ გზაზე არ შეუშალოს ხელი... ევროკავშირს საქართველოსგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება...", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასაც:

"ჩვენი საუბრის დროს, ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი - ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდები, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე".

საქართველოს პრეზიდენტის გარდა, მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

მისი ეს ვიზიტი ნაწილია ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნებში ტურნესი, რომელიც მან მოლდოვაში დაიწყო. საქართველოს გარდა შარლ მიშელი უკრაინას ეწვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG