Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 10 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 17 947 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 160 შემთხვევა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 0.89%;

ბოლო 7 დღის - 1.44%;

ბოლო 14 დღის - 1.9%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 409-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 270 918 შემთხვევა. მათგან 265 523 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3520 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG