Accessibility links

site logo site logo

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია იმართება


სამოქალაქო მოძრაობის "საქართველოსთვის" აქტივისტები "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მათ რუსთაველის გამზირიდან მოაწყეს მსვლელობა, ადგილზე მისულებს კი პოლიცია დახვდათ.

"თუ ეს ადამიანი არ არის ქვეყნის რეალური მმართველი, რატო იცავს პოლიცია. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია ივანიშვილი", - თქვა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ალიკა კუპრავამ.

იქ მყოფმა მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიცია ადგილზე უსაფრთხოების წესების დასაცავადაა მობილიზებული.

სამოქალაქო მოძრაობა "საქართველოსთვის" 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და ამ დრომდე მართავს აქციას რიგგარეშე არჩევნების გამართვის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG