Accessibility links

site logo site logo

„როსკომნადზორმა“ Twitter-ი რუსეთის კანონმდებლობის ურჩ დარღვევაში დაადანაშაულა


რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა უწყებამ, „როსკომნადზორმა“, Twitter-ი დაადანაშაულა, რომ ის ურჩად არღვევს რუსეთის კანონმდებლობას. უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიკრობლოგების პლატფორმამ არ მოხსნა სამი ათასამდე მასალა აკრძალული ინფორმაციით - თვითმკვლელობის მოწოდებებით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული გამოსახულებებით, ნარკოტიკების დამზადებისა და გამოყენების ინსტრუქციებით.

„როსკომნადზორმა“ სოცქსელი გააფრთხილა, რომ მოუწევს ჯარიმის გადახდა 800 ათასიდან 8 მილიონ დოლარამდე. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმამ შეიძლება კომპანიის წლიური მოგების 20%-მდე შეადგინოს.

ადრე „როსკომნადზორმა“ განაცხადა, რომ ექვს ყველაზე მსხვილ სოცქსელს - Facebook-ს, Instagram-ს, Twitter-ს, TikTok-ს, "ВКонтакте"-ს, "Odnoklassniky"-ს, ასევე პლატფორმა YouTube-ს - დააჯარიმებს იმისთვის, რომ მათ არ გაითვალისწინეს რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნა, მოეხსნათ მასალები არასრულწლოვანთა მიმართ მოწოდებებით, მონაწილეობა მიეღოთ 23 იანვრის საპროტესტო გამოსვლებში. უწყებამ ასევე განაცხადა დაბლოკვისა და დაჯარიმების შესახებ პუბლიკაციებისთვის, რომლებიც „უკანონო მიტინგებში“ მონაწილეთა რაოდენობის გადაჭარბებულ მონაცემებს შეიცავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG