Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამგორში ცეცხლი უკიდია საწვავის გადამზიდ ვაგონს


სამგორში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი უკიდია ვაგონს, რომელსაც საწავავის გადასატანად იყენებდნენ. "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.

ხანძრის გამო დაკვამლიანება შეინიშნება სხვადასხვა წერტილიდან.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ვაგონი ახლა ჩიხში დგას და არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 14 სამაშველო ჯგუფი, სხვა დეტალები უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG