Accessibility links

logo-print logo-print

კლინიკაში გარდაიცვალა გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 14 წლის ბავშვი 


გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის ინფორმაციით, ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც აფეთქების შედეგად დაზიანდნენ.

როგორც „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმი ნონა ასათიანი ამბობს, 14 წლის ბავშვს კლინიკაში შეყვანის დროს პულსი და წნევა არ ესინჯებოდა, აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. მასთან ერთად დაშავებული 9 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG