Accessibility links

site logo site logo

ნობელის მშვიდობის პრემიაზე 329 პირი და ორგანიზაციაა წარდგენილი


2020 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის, მსოფლიო სასურსათო პროგრამის ლოგო

ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თანახმად, 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე 329 ნომინაციაა მიღებული. ეს არის სიდიდით მესამე რიცხვი ისტორიაში. სარეკორდო იყო 2016 წელი, როცა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას 376 კანდიდატი ჰყავდა.

წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას წარდგენილია 95 პირი და 234 ორგანიზაცია. „ჩანს, რომ დიდია მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიმართ საერთაშორისო ინტერესი“, განცხადა ნორვეგიის ნობელის კომიტეტის მდივანმა, ოლავ ნიოლსტადმა და დასძინა, რომ „ეს ასევე გამოხატავს იმას, რომ ბევრი მოუგვარებელი კონფლიქტი, ომი და ადამიანის უფლებების პრობლემაა მსოფლიოში“.

კომიტეტს ნომინანტების ვინაობა არ გამოუცხადებია. მაგრამ კანდიდატებს, პოლიტიკოსებიდან ყოფილ ლაურეატებამდე, შეუძლიათ მათი არჩევანი გაამხილონ.

2021 წლის ნომინანტებს შორის არიან რუსი ოპოზიცილნერი, ალექსეი ნავალნი, ემიგრაციაში მყოფი ბელორუსი ოპოზიციონერი, სვიატლანა ციხანოუსკაია, შვედი გარემოს დაცვის აქტივისტი, გრეტა თუნბერგი და აშშ-ის უფლებადაცვის აქტივისტი, სტეისი აბრამსი.

კანდიდატთა სიაში არიან ასევე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მისი სიძე ჯარეტ კუშნერი, კუშნერის მოადგილე თეთრ სახლში, ავი ბერკოვიცი მათი როლისთვის ისრაელსა და ცალკეულ არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმების მიღწევის შუამავლობისთვის.

კანდიდატად წარდგენილ ორგანიზაციებს შორისაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ფაქტების დამდგენი საერთაშორისო ქსელი და მედიის მეთვალყურე ორგანიზაციები, რეპორტიორები უსაზღვრებოდ, ასევე ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი.

ლაურეატები 2021 წლის ოქტომბერში გამოცხადდებიან.

შარშან ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მსოფლიო სასურსათო პროგრამას გადაეცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG