Accessibility links

site logo site logo

პოლიციამ პარლამენტთან პიკეტირების დროს 7 პირი დააკავა


პოლიციამ საქართველოს პარლამენტის პიკეტირებაში ჩართული შვიდი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა მიაწოდა.

შვიდივე პირი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. ამ მუხლით პასუხისმგებლობა პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დგება.

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პარლამენტის პიკეტირება დილიდან დაიწყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აქციის მიზანია დეპუტატებისთვის დისკომფორტის შექმნა მშვიდობიანი ფორმით და არა შენობაში შესვლის შეზღუდვა.

პარლამენტის პიკეტირების და ამ დღეებში დაგეგმილი სხვა აქციების გეგმა ოპოზიციამ 26 თებერვალს გამართულ მიტინგზე გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების გეგმა არ შეუცვლია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, 1 მარტს, თბილისში გამართულ შეხვედრას, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG