Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევაა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 22 900 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 461 შემთხვევა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 2.01%;

ბოლო 7 დღის - 1.4%;

ბოლო 14 დღის - 1.78%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 163-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 271 379 შემთხვევა. მათგან 265 686 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3532 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG