Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: მოლოდინი გვაქვს, რომ მარტს აღარ უნდა გადასცდეს ვაქცინაციის დაწყება


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას მოლოდინი აქვს, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი მარტში დაიწყება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია გააჟღერა.

"ასტრაზენეკასთან" მიმართებაში გვაქვს მოლოდინი, რომ მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს ჩამოტანა პირველი დოზების და შემდეგ გაგრძელდება. COVAX ცალსახად მიუთითებს, რომ ქვეყანაში "ასტრაზენეკა" შემოვა უფრო ადრე, ვიდრე "ფაიზერი". "ფაიზერის" შემოტანის თარიღი დაზუსტდება მას შემდეგ, რაც ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით იმ პირობებზე, რასაც დააყენებს ის. მოლოდინი გვაქვს, რომ მარტს აღარ უნდა გადასცდეს ვაქცინაციის დაწყება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაანონსებული იყო, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი თებერვლის მეორე ნახევარში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინის ერთი ნაწილიც არ არის შემოტანილი. ვაქცინაცია საწყის ეტაპზე ყველაზე მოწყვლად ჯგუფში - მედიცინის მუშაკებში დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG