Accessibility links

site logo site logo

ბათუმში, მიკროავტობუსების მძღოლები მოითხოვენ მგზავრობის საფასურის გაზრდას


ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებმა, რომლებიც მგზავრობის საფასურის 20 თეთრით გაზრდას მოითხოვენ.

ბათუმი-ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები აცხადებენ, რომ საწვავის გაძვირებამ და ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე ორმხრივი მოძრაობის აკრძალვამ მათი ყოველდღიური ხარჯი გაზარდა. აქციის მონაწილეთა თანახმად, ბათუმის მერიამ არ შეასრულა პირობა, რომ საკითხს 1 მარტამდე განიხილავდა.

„დღის განმავლობაში მინიმუმ 50 ლარის საწვავი გვეხარჯება. საწვავი თითქმის სამ ლარამდე გაძვირდა. საგზურის გადასახადი 60 ლარი იყო, 90 გახდა. ადრე თუ ხელვაჩაურიდან ბათუმში ჩამოსვლას 35-37 წუთში ვახერხებდით, ახლა გვჭირდება თითქმის საათი და 10 წუთი. რამდენი მგზავრი უნდა გადავიყვანოთ 50 თეთრად, რომ თუნდაც საწვავის ხარჯი დავფაროთ. მოგება არაფერი არ გვრჩება. ამას ემატება პანდემიის გამო არსებული რეგულაციები. მგზავრის ფეხზე დგომით გადაყვანა არ შეიძლება და არც წინა სავარძელზე განთავსება. ასე მუშაობას აზრი არ აქვს“, - განაცხადა აქციაზე მძღოლმა, მერაბ ბერიძემ.

მიკროავტობუსები კერძო კომპანიებისაა, რომლებსაც მომსახურების პირობებს ტენდერით უდგენს ბათუმის მუნიციპალიტეტი.

კომპანია „აჭარტრანსრეგულირების“ ინფორმაციით, ტარიფების განსასაზღვრად დაქირავებული აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვით, მგზავრობის საფასური 50-ის ნაცვლად 70-80 თეთრი უნდა იყოს, თებერვალში გაიგზავნა ბათუმის მერიასა და საკრებულოში და გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG