Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" დეპუტატი მელიაზე: გირაოს გირაო შეუფარდა, მოიგონა პროკურატურამ რაღაცა


"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ პროკურატურამ "რაღაც მოიგონა" და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაო გირაოთი დაუმძიმა. ოპოზიციისა და მელიას ადვოკატების ვერსია ზარქუამ საპარლამენტო ტრიბუნიდან დაადასტურა.

"არ შეიძლება, სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გაილაშქრო და დარჩეს პასუხგაუცემელი. არავის გახარებია აქ, რომ ჩვენ იმუნიტეტი მოვუხსენით და პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოუშვას. გირაოს გირაო შეუფარდა - არ არსებობს ეს პრეცედენტი, ხომ ვიცით, არა?! იურისტები იქაც ჰყავთ. მოვიგონეთ, მოიგონა პროკურატურამ რაღაცა - რისთვის?! ოპოზიცია კიდევ ჩიხში რომ არ შევიდეს და გამოვიდეს და ილაპარაკოს. ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი მიდგომა და ჩვენი ხელწერა, მმართველი პარტიის - კონსტრუქციულობა და დიალოგის რეჟიმი", - განაცხადა ზარქუამ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. მელიას პატიმრობა დამძიმებული გირაოს გადაუხდელობის გამო შეუფარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG