Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის გამო აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს


ევროკავშირმა 2 მარტს სანქციები დაუწესა 4 რუს მოხელეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნი დაკავებისა და მისი შემდგომი დევნის გამო.
ალექსეი ნავალნი, რომელიც აგვისტოში რუსეთის ტერიტორიაზე მოწამლეს, მოსკოვში დაბრუნების შემდგომ იანვარში აეროპორტშივე დააკავეს და შემდეგ პატიმრობა მიუსაჯეს კოლონიაში მოხდით.

ევროკავშირის სანქციების შესახებ ცნობა გამოქვეყნებულია გაერთიანების ოფიციალურ გამოცემაში. ტექსტში არ არის მითითებული ის პირები, ვისზეც სანქციები გავრცელდება. მაგრამ გერმანული გამოცემების Bild-ისა და Focus-ის თანახმად, სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი, რუსეთის გვარდიის სარდალი, ვიქტორ ზოლოტოვი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი და რუსეთის გენერალური პროკურორი, იგორ კრასნოვი.

მათ აეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და, არსებობის შემთხვევაში, გაიყინება ევროკავშირში მათი ანგარიშები.

ამავე დღეს ახალი სანქციების შესახებ განაცხადა აშშ-მა. ვაშინგტონის სანქციების სამიზნეა, როგორც რუსი მოხელეები, ისე კომპანიები, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელმაც დასძინა, რომ ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმასთან კავშირის აქვს რუსეთის ხელისუფლებას.

სატელეფონო ბრიფინგის დროს ითქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ აპირებს არც ურთიერთობის გადატვირთვას და არც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ესკალაციას. მაგრამ აღინიშნა, რომ აშშ-ი თავის პარტნიორებთან ერთად შეეცდება „რუსეთს აგებინოს პასუხი, როდესაც ის საზღვრებს გადავა“. Bloomberg-ს თანხმად მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაცია უხოლოეს ხანებში გეგმავს ახალი სანქციათა პაკეტის მიღებას რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი, 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.

2 თებერვალს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG