Accessibility links

site logo site logo

ანდჟეი დუდამ ორბელიანების სასახლის შეხვედრა დეპოლარიზაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა


ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას ვიდეოზარით ესაუბრა.

ანდჟეი დუდამ ზურაბიშვილს გუშინ, 1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ორბელიანების სასახლეში ორგანიზებული წარმატებული შეხვედრა მიულოცა და დეპოლარიზაციისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.

ოფიციალური ცნობით, პრეზიდენტებმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და პერსპექტივები განიხილეს. ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობა, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში, ასევე, სექტორული ინტეგრაციისათვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ურყევად მიუყვება NATO-საკენ სავალ გზას. საჭიროა ასევე, მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობები კიბერუსაფრთხოების სფეროში.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა რეგიონში ევროკავშირის მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონი, ისე, როგორც არასდროს ეკონომიკურ მნიშვნელობას იძენს, ამიტომ ევროკავშირმა მეტად უნდა ადევნოს თვალი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. მნიშვნელოვანია, ისიც რომ ამ მიმართულებით რეგიონში საქართველო ევროკავშირის უმსხვილესი პარტნიორია.

პრეზიდენტებმა საქართველოსა და პოლონეთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარება განიხილეს. პრეზიდენტმა ზურაბაშვილმა ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონელი კოლეგა ანდჟეი დუდა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, გუშინ, 1 მარტს შედგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG