Accessibility links

site logo site logo

გორის ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 


კორონავირუსის შემთხვევების გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ გორის მეორე და მეათე საჯარო სკოლები. გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, სწავლების პროცესი 2 მარტიდან შეწყდა. მეორე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა სამ პედაგოგს და მეათე საჯარო სკოლის დირექტორს. როგორც ტერმაკოზაშვილი ამბობს, დირექტორის კონტაქტების რაოდენობაც იმდენად დიდი იყო, რომ სკოლამ საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი შეწყვიტა და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

წინა დღეებში კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე პედაგოგს გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელის საჯარო სკოლაში, ხოლო, მოსწავლეებს შორის, თითო-თითო შემთხვევა დადასტურდა გორის მე-9, მე-7, მე-3 საჯარო სკოლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG