Accessibility links

site logo site logo

ჩეჩნეთში 2021 წლის ორ თვეში სულ მცირე 83 ადამიანი გაიტაცეს


ჩეჩნეთში 2021 წლის ორ თვეში სულ მცირე 83 ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის 41-ი იანვარში, 42-ი - თებერვალში. ამის შესახებ მონაცემებს ავრცელებს ჩეჩნეთის ოპოზიციური მოძრაობა „1 ადათი“ (1ADAT) .

ამასთან მოძრაობის ტელეგრამის-არხის ადმინისტრატორები აცხადებენ, რომ ასეთი ინცინდენტების არსებობა ხელისუფლების მხრიდან საგულდაგულოდ იჩქმალება.

შარშანდელი წლის ბოლოს "1 ადათზე" დაყრდნობით, „კავკაზ.რეალიის“ რედაქცია ჩეჩნეთის რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელობას მიმართა 132-ი მცხოვრების თაობაზე, რომლებიც „1 ადათი“-ის ცნობით შარშანდელი წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოში დაპირდნენ ჩვენს კოლეგებს, რომ შეამოწმებდნენ ამ ინფორმაციას, მაგრამ მოგვიანებით შეატყობინეს, რომ მიმართვაში არსებული ინფორმაცია არ დადასტუდა. თუმცა მოძრაობა „1 ადათი“-ს ადმინისტრატორები აცხადებენ, რომ შარშან გატაცებული ათობით ადამიანი თავიანთ სახლებში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა.
„1 ადათის“ წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ ადამიანებს იტაცებენ მათი ტელეგრამის არხთან თანამშორმლობის, სოციალურ ქსელებში აქტიურობის, „ოპოზიციური განწყობის“, იარაღის შენახვისა და ტერორისტების თანამზრახველობისთვის.

ხშირია შემთხვევები, როდესაც დაკავების დროს ადამიანებს აწამებენ. ასე მაგალითად, იანვარში სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარის შემდეგ მოიტაცეს 17 წლის ბორზუნკაევი და 19 წლის უსმანოვი.
ტელეგრამის არხის ცნობით, წამების ქვეშ ისინი აიძულეს, გაეკეთებინათ ტელე-აღსარება, თითქოს „პოლიციელების დახოცვას აპირებდნენ.“
ტელეგრამის ახრი „ ადათი“ ჩეჩნეთში ადამიანების გატაცების შესახებ რეგულარულად აქვეყნებს ცნობებს, ჯგუფის ადმინისტრატორებად მუშაობენ ჩეჩენი დევნილები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ცხოვრობენ.

ჩეჩნეთის რეგიონს აკონტროლებს კრემლის მიერ მხარდაჭერილი, ავტორიტარი რამზან კადიროვი. მის უსაფრთხოების ძალებს წლებია ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში - მათ შორის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG