Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში „ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს


პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისის დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანეს. განცხადების მიხედვით, სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბადრი ბასიშვილმა გაავრცელა პარტიის გორის ოფისზე თავდასხმის ამსახველ კადრები, რომელიც სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. კადრებში ორზე მეტი დამიანი ჩანს.

პარტიის წარმომადგენელი ბექა ქორჩილავა მომხდარს მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციური პარტიის მიმართ ანგარიშსწორებას უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG