Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 9 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 25 349 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 360 შემთხვევა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 1.42%;

ბოლო 7 დღის - 1.3%;

ბოლო 14 დღის - 1.7%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 119-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 3 მარტის მდგომარეობით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 98%-ია, ხოლო გარდაცვალების 1.3%

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 271 739 შემთხვევა. მათგან 265 805 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3541 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG