Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმის ბრალდებით მე-3 პირი დააკავეს


​გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმის ბრალდებით მე-3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მინები დააზიანა", - ვკითხულობთ განაცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით სხვისი ნივთის დაზიანებისთვის პირს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბადრი ბასიშვილმა ოფისის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად გაავრცელა. სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ აზიანებს რამდენიმე პირი პარტიის ოფისს. შსს-მ ინციდენტიდან რამდენიმე საათში თავდასხმაში ბრალდებული ორი პირი დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG