Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ბრალდებით მე-4 პირი დააკავეს


გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი, მე-4 პირი დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულ პირს ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამ თანამზრახველთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბადრი ბასიშვილმა ოფისის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად გაავრცელა. სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ აზიანებს რამდენიმე პირი პარტიის ოფისს. შსს-მ 2 პირი ინციდენტიდან რამდენიმე საათში, კიდევ ორი კი მეორე დღეს დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG