Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ქადაგიშვილი: "ქართული ოცნების" ინტერესებში არ არის რომელიმე პარტიის დარბევა


მმართველი პარტიის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიის ოფისზე თავდასხმა მიუღებელია. დეპუტატი ამბობს, რომ გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმის საქმეზე პოლიციამ საჭირო ღონისძიებები გაატარა და ყველა დამნაშავე დაისჯება.

"ქართული ოცნების" და მით უმეტეს მმართველი პარტიის და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა... ე.წ. რადიკალური ოპოზიციისთვის სპეკულაციის საგანი ხდება, ამიტომ მოდით, ნუ ვეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში", - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა.

რამდენიმე საათის წინ გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ და დააზიანეს. საქმეზე პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 4 პირი დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG